აჭარას მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, იანვარ -აგვისტოში რეგიონს ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით მილიონ 21 ათას 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. მათგან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
ტურისტებისთვის კვლავ პოპულარული ადგილებია ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, გონიო აფსაროსის ციხე, ბათუმის საბაგირო. სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის ზაფხულში 28 ათას 47 ვიზიტორი სტუმრობდა მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით უცხოელ ტურისტებს შორის სარგებლობს.