სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მოქალაქეებს რამდენიმე საათით რიგში ყოფნა აღარ უწევთ. როგორც მოქალაქეები “მთავართან” ყვებიან, გასულ დღეებთან შედარებით დღეს მიმოსვლა გამარტივებულია და საზღვარი პრობლემის გარეშე გადმოლახეს. მიმოსვლის შეფერხების მიზეზი თურქულ მხარეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოები იყო.
სარფის საბაჟოზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განცხადება 2 დღის წინ გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საზღვრის ქართულ მხარეს შეფერხებები არ არის და უწყება თურულ მხარესთან თანამშრომლობს.