საზაფხულო  სკოლის დახურვა

17 სექტემბერი 2017, 00:00 2743 ნახვა

„საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართალი“ ამ თემაზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა დაიხურა. მონაწილეებს სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. საზაფხულო სკოლისათვის ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან სამართლის მიმართულების 15 სტუდენტი, იყო ჩართული.

სალექციო კურსებს როგორც ქართველი, ასევე გერმანელი სპეციალისტები ბერლინიდან, თიუბინგენიდან და იენიდან უძღვებოდნენ. მონაწილეებმა საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის როგორც საფუძვლები, ასევე აქტუალური პრეცედენტები განიხილეს. წარმოდგენილი იყო მასალები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკიდან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი