ეროვნული ლიგის 26-ე ტურში რაგბი არენაზე ერთამენთს “ბათუმის დინამო” და “ქუთაისის ტორპედო” დაუპირისპირდნენ. მატჩი ანარიშით 0-5 “ქუთაისის ტორპედო”-ს გამარჯვებით დასრულდა. ბათუმელთა კარი თითოჯერ ქიმაძემ, ტუღუშმა და კორობკამ აიღეს, დუბლი გიორგი კუხიანიძემ გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ “ბათუმის დინამო” წინა ტურშიც ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა “საბურთალოსთან”.
ტურის დარჩენილი სამი მატჩი დღეს გაიმართება - "დინამო არენაზე", გათამაშების ლიდერი თბილისის "დინამო" "საბურთალოს" მიიღებს.ასევე რაგბი არენაზე შუქურა გორის “დილა”-ს შეხვდება.