დღეს 18 საათზე ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი, “ბიაფი” ქართული კინო - პრემიერით გაიხსნება, კინომოყვარულები გიორგი ოვაშვილის ფილმ “ხიბულას” ნახავენ, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებს ასახავს. კინოფესტივალში 35 ქვეყანა მონაწილეობს. ერთი კვირის განმავლობაში 40 მოკლემეტრაჟიანი და ამავე რაოდენობის სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყობა. მაყურებელი დოკუმენტური ფილმების ხილვასაც შეძლებს.