ლონდონის მეტროსადგურში მომხდარი აფეთქება პოლიციამ ტერორისტულ აქტად შეაფასა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. მატარებელში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ შეუძლებელია.
მეტროში, სავარაუდოდ, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა. თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე ლონდონის სატრანსპორტო პოლიცია მუშაობდა, ახლა საქმეში კონტრტერორისტული პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვნენ.