24 მოწამლული სოფელ სატეხიაში

15 ივნისი 2016, 00:00 5699 ნახვა

24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი მოიწამლა ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში.  დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი ყველა სტუმარი, გარდა ერთისა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მოკვლევით ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია არ დასტურდება. მათივე თქმით, პაციენტებს საშუალო და მსუბუქი ფორმის ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ, ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია. რა გახდა 24 ადამიანის მოწამვლის მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში 1-დან 16 წლამდე პაციენტები გუშინ გადაიყვანეს და ისინი ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი