პროფესიული კავშირების გაერთიანებაში მიმდინარე არჩევნების პროცესს ორგანიზაცია იემსი და „აუდიტორია 115“ ეხმაურებიან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მოახერხოს სახელისუფლებო და ასევე კაპიტალის პირდაპირი გავლენებისგან დამოუკიდებელი და დასაქმებულთა მაღალი მხარდაჭერისა და ნდობის მქონე თავმჯდომარის არჩევა, რათა მოხდეს ორგანიზაციის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა, მათ შორის, შიდა-დემოკრატიის და გამჭვირვალობის გაზრდა, საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის მოპოვება და დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის პოლიტიკის სისტემური გარდაქმნისთვის ეფექტიანი ბრძოლის სტრატეგიების დასახვა.”
ორგანიზაცია მოუწოდებს - ხელისუფლებას უზრუნველყოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის არჩევის პროცესში სრული ჩაურევლობა. კანდიდატებს კი გაითვალისწინონ პროფესიული კავშირების გაერთიანების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიული კავშირების განვითარებისა და მისი წევრების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.