საქართველოს პრეზიდენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დახურულ შეხვედრას გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირი დღეს ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის ყველა შესაძლებლობას განიხილავს.