შეხვედრა თურქეთის ელჩთან

14 სექტემბერი 2017, 00:00 2987 ნახვა

თურქეთის ელჩი "სარფის" საბაჟოზე შეფერხებას აქტიურ სეზონს და მოქალაქეების რაოდენობის ზრდას უკავშირებს. ამის შესახებ ლევენთ გიუმრუქჩუმ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ელჩს ქართული მხარის ინიციატივით,  მინისტრის მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსი შეხვდნენ.

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, როგორც მგზავრების მიმოსვლის, ასევე ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მოთხოვნადი პუნქტია. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული დანიშნულების ობიექტზე პრობლემებისა და შეფერხებების მინიმალიზაცია. გადაწყდა, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საზღვარზე თურქეთისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრები გაიმართება. გამშვები პუნქტი შეფერხების გარეშე მუშაობს საქართველოს მხარეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი