გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.
ცერემონიალს საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით ესწრებოდა, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილებს.