16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – პარხლის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამ პროცესში პირველად, ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება _ განცხადება მთავრობის სხდომაზე გაკეთდა. აღნიშნულის შესახებ მხარეები თურქეთში გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად - პარხალის, ხახულის, ოშკის, იშხნის, ოთხთას მონასტრები, ასევე კაპადოკიის მხარე მოინახულა.
ქართველმა ექსპერტებმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა შეაფასეს, ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოები განსაზღვრეს და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადეს.
ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც პარხალის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში თურქ კოლეგებთან ერთად ჩაერთვება საქართველოდან 15 სექტემბერს გაემგზავრება. ისინი მეზობელ ქვეყანაში 20 სექტემბრის ჩათვლით დარჩებიან.
სამონასტრო კომპლექსი პარხალი თურქეთში მდებარეობს, ეკლესია დავით III კურაპალატმა ააგო.