ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 8 ადამიანი დაშავდა

13 სექტემბერი 2017, 00:00 6208 ნახვა

  ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებული იყო.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით 6 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სამმა მოქალაქემ კი კლინიკას თავად მიმართა.  ბადრი პაქსაძის თქმით, არცერთ მათგანს მძიმე დაზიანება არ ჰქონდა, ძირითადად დაჟეჟილობები და ნაკაწრი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

 3 დაზარალებული  რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 2 არასრულწლოვანი კი მკურნალობის კურსს დედათა და ბავშვთა ცენტრში გაივლის.

ავტოავარიის დროს დაშავებული ორი არასრულწლოვანი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში რჩება. ექიმ ნაირა ფარტენაძის თქმით, გოგონასა და ვაჟს სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ. მიმდინარეობს მონიტორინგი და ისინი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

ავტოავარიის შედეგად დაშავებული 25 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, უკვე ბინაზე გაწერეს. სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმის, გიორგი კიკაბიძის თქმით, პაციენტს ცხვირის მიდამოს დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. 

რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, კლინიკაში 4 ქალი რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. როგორც რუსუდან ქამადაძე ამბობს, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. პაციენტებს თავის ტკივილი, გონების დაკარვა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი