მტირალას მთა - ახალი ტურისტული მარშრუტი

12 სექტემბერი 2017, 00:00 2994 ნახვა

აჭარას შესაძლოა ახლო მომავალში ახალი ტურისტული მარშრუტი დაემატოს. დაცული ტერიტორიების კუთვნილებაში არსებული – მტირალას მთაზე დასასვენებელი ადგილის,  საკემპინგე ზონის მოწყობა და 11 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია  იგეგმება.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ზუნდაგის, ჩაქვისა და ყოროლისთავის მიმართულებით ბილიკების მოწყობას ითხოვს. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს რომ პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას და გენერალური განვითარების გეგმა შემუშავდეს.მტირალას მთა

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი