შუახევში სოფელ დარჩიძეებში ხანძარი ლოკალიზებულია

12 სექტემბერი 2017, 00:00 2116 ნახვა

შუახევში სოფელ დარჩიძეებში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით, დამწვარი ტერიტორიის დამუშავება მიმდინარეობს. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში  სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, პროცესი ამ დრომდე გრძელდება.  შემთხვევის ადგილზე სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები და დარჩიძეების მოსახლეობა რჩებიან.

შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით,  ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.  

ხანძარი სოფელ დარჩიძეებში გუშინ დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.  ცეცხლის ოთხი კერა ფიქსირდებოდა. ხანძარმა ბუჩქნარი და წიწვოვანი ნაძვები გაანადგურა.

ცეცხლის კერები დასახლებული პუნქტიდან 7 კილომეტრში იყო. რთული რელიეფის გამო მეხანძრე მაშველები და ტყის მცველები ფეხით გადაადგილდებოდნენ, მათი ტექნიკა დარჩიძეების სოფელში იყო მობილიზებული.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი