ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში მძიმე ტექნიკა მობილიზებულია, თუმცა რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველოს ბრიგადები შემთხვევის ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებენ. მაშველთა ერთი ნაწილი ცეცხლის კერებისკენ ფეხით მიემართება.
შუახევის გამგებლის თქმით, ადგილი სადაც წიწვოვანი ხეები იწვის, სოფელ დარჩიძეებიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, ტყე მიუვალია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, ფოტო ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა.