ახალსოფელში საკარანტინო ზონა ნაწილობრივ შემოისაზღვრა

08 სექტემბერი 2017, 00:00 4057 ნახვა

საკარანტინო შეზღუდვების მეორე დღე ახალსოფელში. მოსახლეობას აფრთხილებენ, პირუტყვი საძოვარზე არ გაუშვან. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია ამ დრომდე არაა სრულად შემოღობილი.

აქ რამდენიმე დღის წინ ჯილეხით დაავადებული პირუტყვის ხორცი, გუშინ მკვდარი პირუტყვი იპოვეს, 28 აგვისტოს კი 57 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელსაც ციმბირის წყლული პირუტყვისგან გადაედო. სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში დღეს კომენტარი არ გააკეთეს, გამგეობის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ შეზღუდვები სავარაუდოდ 2 კვირას გაგრძელდება. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი