ადამიანების მსგავსი კონსოლიდაციის მხოლოდ რამდენიმე პრეცედენტი მახსენდება - 9 აპრილისა და 13 ივნისის შემდეგ - ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2015 წლის 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან განაცხადა, სადაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თბილისის მერთან ერთად, სტიქიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.