ფატალურად დასრულებული ჯილეხის შემთხვევა აჭარაში. გარდაცვლილია კაცი, რომელმაც დაავადებული პირუტყვი დაკლა. მას ჯილეხისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალსოფელში კარანტინი გამოაცხადა. ამის მიუხედავად მებოცვრეობის კომპლექსის ყოფილი შენობის ტერიტორია ამ დრომდე შემოსაზღვრული არ არის.
ადგილზე არც ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ირწმუნებიან, რომ დაავადებული პირუტყვის ხორცის სათანადოდ დამუშავების შემდეგ დაწვეს და სპეციალურ ორმოში დამარხეს. ,,მთავარის” გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ბალახობენ დღესაც ძროხები იმ ადგილას სადაც სავარაუდოდ დაავადებული პირუტყვის ხორცი დაყარეს, ასევე დააფიქსირეს კიდევ ერთი მკვდარი პირუტყვი.