სოფელ ახალსოფლის მცხოვრებლებმა კიდევ ერთი მკვდარი პირუტყვი იპოვეს. მსხვილფეხა საქონელი მოქალაქეებმა, იმ ტერიტორიიდან 100 მეტრში აღმოაჩინეს, სადაც რამდენიმე დღის წინ ინფიცირებული საქონელის ხორცი გადაყარეს.
"მთავარის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილას იმყოფება. ისინი შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლებთან ინფორმაციას აზუსტებენ. იყო თუ არა პირუტყვი ინფიცირებული უცნობია.