დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30-33 კილომეტრში 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის სპეციალისტი ბექა სულაშვილი აღნიშნავს, მიწისძვრას განმეორებითი ბიძგები არ მოჰყოლია, მხოლოდ რამოდენიმე დღით ადრე ფიქსირდებოდა სუსტი ბიძგები.