სახალხო დამცველის საგანგებო ბრიფინგი

05 სექტემბერი 2017, 00:00 2107 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა. უჩა ნანუაშვილის თქმით, გამოძიების პროცესში რიგი დაღვევები დაფიქსირდა. სასამართლო სხდომები დახურულ ფორმატში არ უნდა გამართულიყო, ამის საჭიროება არ იყო. მისი თქმით, უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა, რადაგნ დაცვის მხარეს უფლებები შეუზღუდეს. 
„დაველოდებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილს და   მონიტორინგს გაგრძელდებთ“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

„მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულსა და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში. გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმფციისა და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არაერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინა თავი. 
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მიუღებელია სასამართლო პროცესის სრულად დახურვის გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებას სხდომების მიმდინარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა წაართვა. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენდა.
ე.წ. „ციანიდის საქმის“ მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა. მათ უმრავლესობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი დაელოდება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას, თუმცა პირდაპირ შეიძლება აღინიშნოს დარღვევები, რომლებმაც აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს პროცესის სამართლიან მიმდინარეობას - წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი