„ეს იყო ერთგვარი შოკი“ - აცხადებენ სასულიერო პირები, რომლებიც განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდნენ. „ეს გადაწყვეტილება 7 თვის წინ გამოიტანა მოსამართლემ და მასთან შეკრულმა პროკურატურამ, თუ სხვა წარმომადგენლებმა. ერთი მხრივ სიახლე არც არის. სიცრუესა და სიყალბეში გაატარეს დღეები. გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი იყო ოჯახისთვის, სასულიერო პირებისთვის, მამა გიორგის ახლობლებისთვის. იმედი გვქონდა, რომ სასამართლო პროკურატურაზე ცოტა უფრო მაღლა დადგებოდა. როცა იყტვიან ესენი ერთად იყვირებენ, როცა ეტყვიან გაჩუმდებიან - ეს არის ქართული სასამართლო. - ამბობს სასულიერო პირი.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმაც ისაუბრა. „ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ეს არის სასამართლოს თვითმკვლელობა. ქვეყანაში გაბატონებულია უსამართლობა“ - აცხადებს პეტრე ცაავა.