საპროტესტო აქცია ცეცხლაურში - შეკრებილებმა შპს “ანრიკისგან” კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვეს. როგორც მოცვის მეურნეობაში დასაქმებულები ამბობენ რომ მათ ხელფასები ერთი თვის წინ უნდა აეღოთ. მათი თქმით, ობიექტზე 150 ადამიანია მუშობდა და თითოეულის დავალიანება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოცვის კრეფაზე უკვე 4 წელია მუშაობენ და ეს პირველი შემთხვევაა ხელფასის დაგვიანების.
შპს "ანრიკში" ხელფასების დაგვიანების მიზეზად ფინანსური პრობლემა დაასახელეს და განმარტეს რომ ანაზღაურების გაცემა სამშაბათიდან დაიწყება.