მზადება ბათუმობის დღესასწაულისთვის

01 სექტემბერი 2017, 00:00 4177 ნახვა

ხვალ “ბათუმობა 2017” იხსნება. ღონისძიებათა გრაფიკი ცნობილია. “ბათუმი საოცრებათა ქალაქი” - ასე ჰქვია მომდევნო ორი დღის სცენარს, რომელიც კულტურის ცენტრმა გამარტივებული წესით 10 ათას ლარად შეისყიდა.

ღონისძიებების ორგანიზებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კი მერიამ 180 ათასი ლარი გადაიხადა. ჯამში  2 დღის განმავლობაში 384 ათასი ლარი დაიხარჯება. რაც 84 ათასი ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის ბიუჯეტი. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში