„ადვოკატებმა სიტყვით გამოსვლა ერთ უაზრო ვერსიამდე დაიყვანეს, რასაც ე.წ. ოქრომჭედლის ვერსია ჰქვია“ - ჯარჯი წიკლაური

01 სექტემბერი 2017, 00:00 2271 ნახვა

      "დეკანოზის ადვოკატები კარგად ხვდებიან, რომ ბრალდება დასტურდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ის შეიძლება გამართლდეს“ - ეს განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა გააკეთა. მისი თქმით, პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.  

ჯარჯი წიკლაური სასულიერო პირის უფლებადამცველების სიტყვით გამოსვლას შემდეგნაირად აფასებს: „მთელი მათი გამოსვლა იყო მცდელობა იმის, რომ ბრალდებული თითქოსდა შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს და ამაში უნდათ დაარწმუნონ მოსამართლე. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ბრალდება დასტურდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს. ბუნებრივია ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა მათი დასკვნითი სიტყვები არ ეყრდნობოდა არანაირ მტკიცებულებებს და არგუმენტებს.“

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში