გონიოს მიწები - მიწის აღიარების კომისიის სხდომა

31 აგვისტო 2017, 00:00 2718 ნახვა

გონიოელები მიწის აღიარების კომისიას უნდობლობას უცხადებენ. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტმა. ანა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ კომისია ზეპირმოსმენას ატარებდა ისე რომ არ იცოდა მისი კომპეტენცია და უფლებამოსილება.

სასამართლო დავა ცალ-ცალკე 50-მა და 4-მა მოქალაქემ მერიას მიმდინარე წელს მოუგო, რის მიხედვითაც მიწის აღიარების კომისიას მოქალაქეების საქმეების ინდივიდუალურად განხილვა დაევალა. ამ ეტაპზე საქმე ეხება 4 მოსარჩელეს.  

რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ, სხდომაზე მყოფებს კომისიის თავმჯდომარემ უთხრა, რომ ერთ კვირაში გადაწყვეტს, იქნება თუ არა დამაბრკოლებელი 2011 წელს, ამავე მიწებზე, 70-მდე მოქალაქის მიერ წაგებული დავა. რაც იურისტის შეფასებით, იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მერიას არ გაუსაჩივრებია, მსჯელობისთვის ხელისშემშლელი ვერ იქნება და ამაზე კომისიას სხდომამდე უნდა ეფიქრა.

დავა მიწების შესახებ 2008 წელს დაიწყო, მაშინ გონიოში 271 ოჯახს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში ჯერ გადასცეს, ხოლო შემდეგ ჩამოართვეს. როგორია მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარის პოზიცია, რას ამბობენ გონიოელები

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში