გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხელვაჩაურში, მოქალაქის მიერ ნაპოვნი შველი ნახეს. ცხოველს გარეგნულად დაზიანება არ აღენიშნებოდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ის მაჭახელას ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს.