ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა

30 აგვისტო 2017, 00:00 8020 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ლუკა ასათიანისა და პუშკინის ქუჩის კვეთაში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულები. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი და ერთი ორსული ქალია.

შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი დაშავებული მედიკოსებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის უფროსის განცხადებით მისი მდგომარეობა მძიმე იყო. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის მკურნალობის კურსს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადის. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული ორსული გოგო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

 

 

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში