საპროტესტო აქცია ქობულეთში

11 ივნისი 2016, 00:00 3170 ნახვა

აღმაშენებლის ქუჩის 376 -ში მცხოვრები მოსახლეობა რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ყაზახ ინვესტორებზე გასხვისებულ ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე  სასტუმრო კომპლექსის   მშენებლობა იგეგმება, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამ ადგილას სკვერის გაშენებას ითხოვენ. მოსახლეობის პრეტენზიებს  თვითმართველობაში  უპასუხეს.  გამგებლის მოადგილის განცხადებით,  ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა არ იგეგმება, ხოლო  წინა ხელისუფლების დროს უცხოელ ინვესტორებზე ერთ ლარად მიყიდული მიწის ფართობის დასაბრუნებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი