სტუდენტური მოძრაობა “ავტონომია უნივერსიტეტს” წარმომადგენლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დიალოგის რეჟიმს წყვეტენ, დასმული საკითხების პოლიტიკურ დონეზე დაინტერესების მიზნით კი პრემიერისა და განათლების მინისტრისთვის წერილის გაგზავნას გეგმავენ. მათი განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის არამიზნობრივი ხარჯები, პრივილეგიებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების საუნივერსიტეტო პოლიტიკაში ჩარევის საკითხები, დღის წესრიგში 21 მარტს დააყენეს, თუმცა სასწავლებლის ადმინისტრაციისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს წერილობითი მიმართვა პრემიერის და განათლების მინისტრისთვის.