ჰიუსტონი, ტეხასი წყლის ქვეშ - გაფრთხილება მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ

28 აგვისტო 2017, 00:00 4615 ნახვა

ქარიშხალ ,,ჰარვის“ გადავლის შემდეგ, შეერთებული შტატების, სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, გაავრცელა გაფრთხილება, ტეხასის სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კატასტროფული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი" წყალდიდობის შესახებ.

გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თავს ქარიშხალი „ჰარვი“ დაატყდა. ქარის სიჩქარე 215 კმ/სთ-ს (60 მ/წმ) აღემატებოდა. სტიქიას მოყვა მსხვერპლი. 50 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხალმა დაანგრია სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ტეხასის შტატის 30 ოლქში სტიქიური უბედურების რეჟიმია გამოცხადებული. ექსპერტების შეფასებით, შტატისთვის მიყენებული ზიანის აღდგენას წლები დასჭირება.

ქარი სიმძლავრე ამ დროისთვის შემცირებულია, თუმცა რეგიონის უმეტესი ნაწილი წყლის ქვეშ არის მოყოლილი. მეტეოროლოგები დამაიმედებელ პროგნოზსს ვერ აკეთებენ და კვლავ ძლიერ ნალექს ვარაუდობენ. წყარო - weather.gov - The National Weather Service notablemediax.blogspot.com. msnbc.com

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში