ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

26 აგვისტო 2017, 00:00 3060 ნახვა

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით საგანგებო შტაბი კიდევ რამდენიმე დღე გააგრძელებს სტიქიის ზონაში მუშაობას. დღეს დილით შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივი თათბირი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრებმა არსებული ვითარება ვერტმფრენით შეისწავლეს. ლევან იზორიას განცხადებით, ტერიტორიის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით ცოცხალი ძალა ხეობაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში