რიგია სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში. გავრცელებული ვიდეო მასალის მიხედვით პრობლემებია თურქული მხარის ნეიტრალურ ზონაში. თურქეთიდან გადმოსული ქართველი მოქალაქეების ინფორმაციით რიგები ხალხმრავლობის გამო შეიქმნა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა სადაც ჩანს, რომ მოქალაქეებს რომლებიც თურქეთის ნეიტრალურ ზონაში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებიან რიგში დგომა საათობით უწევთ.