,, ახალი წლის დღეები საქართველოში“ ამ სახელწოდების საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს ქედაში. ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში მოეწყო საშობაო ბაზრობები, ადგილობრივი მეწარმეების მიერ სხვადასხვა პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო გასართობი სივრცეები. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა. საღამო დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით და ფოიერვერკით დასრულდება. "ახალი წლის დღეები საქართველოში" საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ტარდება.