რატომ ვეღარ დაესწრებიან შშმ პირები ბრეგოვიჩის კონცერტს?

25 აგვისტო 2017, 00:00 2506 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აცხადებენ, რომ მათ მერია ცნობილი კომპოზიტორის გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დასასწრებად ტრანსპორტირებას და ბილეთებს დაჰპირდა, მოგვიანებით კი ადაპტირებული ტრანსპორტის არქონის მიზეზით შეთავაზება გააუქმა. მოქალაქეები, მერიის მხრიდან ასეთ მოქცევას არასერიოზულ დამოკიდებულებად აფასებენ.

მერის მრჩეველი, შორენა მამულაძე აცხადებს, რომ მას ბათუმის მერის მოადგილე დაუკავშირდა და შშმ პირების სიის მიწოდება სთხოვა, შესაბამისად მან სია არასამთავრობო ორგანიზაციას “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” ერთ-ერთ ხელმძღვანელს მოამზადებინა. მოგვიანებით მას შეატყობინეს, რომ შეთავაზება არა მერიამ, არამედ ორგანიზაციამ გააუქმა.

საუბარია კონცერტის ორგანიზატორებზე, რომლებმაც, ალექსანდრე მითაიშვილის განცახდებით თავიდან სურვილი გამოთქვეს, თუმცა ეს არ იყო საბოლოოდ გადაწყვეტილი საკითხი, მითაიშვილის მტკიცებით იგი მერის მრჩეველს ორგანიზების თხოვნით არ დაკავშირებია. ვესაუბრეთ ხვალინდელი კონცერტის ერთ-ერთ ორგანიზატორსაც - ლელა ასლანიკაშვილი აცხადებს, რომ მათ მართლაც ჰქონდათ სურვილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიეპატიჟებინათ კონცერტზე, ამაზე მერიასთანაც ისაუბრეს, თუმცა შემდეგ რა ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, რატომ ვერ ხერხდება ტრანსპორტირება, ან არის თუ არა ამ პროცესის შემაფერხებელი ტრანსპორტირება ამას ვერ აკონკრეტებს. 

ამავე კატეგორიაში