ხანძრის ახალი კერები ე.წ. არდაგანის სასაფლაოსთან

25 აგვისტო 2017, 00:00 2224 ნახვა

ქართველი მეხანძრე-მაშველები მობილიზებულები არიან ბორჯომში, ე.წ. არდაგანის სასაფლაოსთან და ისინი ცეცხლს სასაფლაოზე გავრცელები საშუალებას არ მისცემენ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სირაძემ განაცხადა.  მისი თქმით, მობილიზებულები არიან ასევე აზერბაიჯანელი კოლეგები, რომლებიც სამუშაოებში ხანძრის კერების კიდევ უფრო გავრცელების შემთხვევაში ჩაერთვებიან.

ბორჯომის ტყეში, სასაფლაოს მიმდებარე ფერდობზე ხანძრის კერა ისევ რჩება. ცოტა ხნის წინ ტერიტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილი მოინახულეს

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი