ვითარება ბორჯომში

23 აგვისტო 2017, 00:00 2756 ნახვა

მადლობა მეხანძრე-მაშველებს, სამხედროებს, მეზობელ ქვეყნებს, ყველა იმ ადამიანს ვინც სტიქიას ებრძოდა – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაციის ოპერაციაში ჩართულ პირებს მადლობა არაერთხელ გადაუხადეს.
 

ბორჯომის ხეობაში დღის განმავლობაში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა, თუმცა ცეცხლის ძირითადი მონაკვეთები ჩამქრალია. მუშაობას აგრძელებს საგანგებო შტაბი. შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს რომ გამოძიების პროცესში ყველა დამსვენებლის არა, თუმცა მიმდინარეობს მოქალაქეების გამოკითხვა. ბორჯომის ხეობაში იმყოფებიან “მთავარის” გადამღები ჯგუფები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში