პროფილაქტიკური სამუშაოები

10 ივნისი 2016, 00:00 2784 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში პროფილაქტიკური სამუშაოები იწყება. ხვალიდან ახალი ამბები ეთერში დაიჯესტის ფორმატში გავა. გადაწყვეტილება არხის ხელმძღვანელობამ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო მიიღო. გარემონტდება ცენტრალური და სტუდიების სააპარატოები. ერთი კვირის განმავლობაში ეთერში არ გავა დილის გადაცემა და დარგობრივი თოქ - შოუები. გარდა ამისა, ხვალ, 11 ივნისს, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დილის 8-დან 18 საათამდე არხზე შეჩერდება გადაცემების ტრანსლაცია. ტრანსლაცია განახლდება შეცვლილი სამაუწყებლო ბადით, საინფორმაციო გამოშვებები გავა დაიჯესტის ფორმატით 15:00, 18:00, 21:00 და 24:00 საათზე.

ამავე კატეგორიაში