პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში

23 აგვისტო 2017, 00:00 2123 ნახვა

ბორჯომის ხეობაში 4 დღეა სტიქიას ებრძვიან. საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სხვადასხვა  უწყების ასობით თანამშრომელი და მძიმე ტექნიკა. ხეობაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილი საგანგებო შტაბში მივიდა.

ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში საქართველოსთან ერთად 4 ქვეყნის სპეციალური ტექნიკა და დამხმარე ძალა მონაწილეობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში