ვითარება ბორჯომის ხეობაში

22 აგვისტო 2017, 00:00 2951 ნახვა

ბორჯომის ხეობაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით საქართველომ მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა,  - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განცხადა. მისი თქმით, სტიქიის მასშტაბები გაიზარდა და ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ სტიქიასთან საბრძოლველად დამატებითი ტექნიკის მობილიზება მოხდეს.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული არიან ვერტმფრენები. მათ შორის, ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული. როგორც ცნობილია მოგვიანებით აზერბაიჯანიდან კიდევ ერთი ვერტმფმრენი გამოიგზავნება, ასევე მობილიზიებული იქნება დღის მეორე ნახვრიდან ორი თურქული ვერტმფრენი, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი ჩაერთო.

შესაბამისად, სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალის სახით ამ დროისთვის 800-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ბორჯომში, 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებისა და ტექნიკის დამატებითი ჯგუფები ჩარტული არიან აჭარიდანაც, ხანძრის ძირითად კერებთან მუშაობს მძიმე ტექნიკა. ახალი კერების გაჩენის შედეგად ახალი ნარგავებიც დაიწვა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში