ვახტანგ გომელაური: თუ ფიზიკური ძალის გამოყენება იქნება საჭირო, ჯარი ამისთვის მომზადებულია

22 აგვისტო 2017, 00:00 2387 ნახვა

თუ ფიზიკური ძალის გამოყენება იქნება საჭირო, ჯარი ამისთვის მომზადებულია, - ამის შესახებ სტიქიის ზონაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. ის პრემიერ-მინისტრთან და საგანგებო შტაბის სხვა წევრებთან ერთად ბორჯომის ხეობაში რჩება. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ამ დროისთვის, მოქალაქეების ევაკუაცია საჭირო არ არის. მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობას მეტეოროლოგიური პირობები უშლის ხელს და თუ ქარი იქნება, ხანძრის ლიკვიდაცია უფრო გართულდება. ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ადგილზე 500 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ამავე კატეგორიაში