სოფელ დაბაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობი დილიდან განახლდა

22 აგვისტო 2017, 00:00 2866 ნახვა

​სტიქიის ზონაში, სოფელ დაბაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობი დილიდან განახლდა. ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. დღეს ბორჯომის ხეობაში ორ თურქულ ვერტმფრენსაც ელოდებიან, რომლებიც საწვავის შესავსებად ბათუმში დაეშვებიან და შემდეგ სტიქიის ზონაში გაემგზავრებიან. სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ დაბაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძრის ძირითად კერებთან მუშაობს მძიმე ტექნიკა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები და დამატებით წყლის ცისტერნები. ამ დრომდე, წაღვერში საგანგებო რეჟიმით მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. როგორც საგანგებო შტაბის წევრები ამბობენ, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაციის საფუძველი არ არსებობს.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი