კოლხობა - 2017

21 აგვისტო 2017, 00:00 2130 ნახვა

კოლხობა 2017 - გუშინ სარფის სანაპიროზე  კოლხობის სახალხო დღესასწაული იზეიმეს.  ღონისძიებაში ადგილობრივებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული  ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.  

გამოფენილი იყო რეწვის ნიმუშები, ადგილობრივი  და ლაზური კერძები.  ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 6 ათასი ლარით დაფინანსდა. სახალხო დღესასწაული “კოლხობა” 1978 წელს  დაარსდა,  მანამდე მას “ქვაომხაზობის”  სახელით იცნობდნენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში