ამერიკელები მზის სრული დაბნელებისთვის ემზადებიან, რომელიც 1918 წლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე პირველად გამოჩნდება. სპეციალისტების ინფორმაციით, დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი იმ ადგილებისკენ გაემგზავრა, სადაც დაბნელება ყველაზე კარგად გამოჩნდება.
მზის სრული დაბნელება ორეგონის შტატიდან სამხრეთ კაროლინამდე გამოჩნდება. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში დაბნელება მხოლოდ ნაწილობრივი იქნება.
მზის სრული დაბნელება 2 წთ-სა და 40 წამს გაგრძელდება. აღნიშნული მოვლენა მეცნიერებს იდეალურ საშუალებას აძლევს გამოიკვლიონ სხვადასხვა მეცნიერული და ტექნოლოგიური პრობლემები.
წყარო: https://eclipse2017.nasa.gov
http://www.noaa.gov/ne…/1-day-left-until-total-solar-eclipse