დაჯარიმებული მონადირეები

19 აგვისტო 2017, 00:00 11988 ნახვა

აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მონადირეს საჯარიმო ოქმი გამოუწერეს.

მონადირეები მათზე საჯარიმო ოქმის შედგენას  აპროტესტებენ და განმარტავენ, რომ გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა ისინი გაუფრთხილებლად დააჯარიმეს,  მონადირეები ამბობენ რომ ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ,რომ   ნადირობის აკრძალვის შესახებ ინფორმაციის არ ცოდნა მოქალაქეებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. თემაზე სატელევიზიო კომენტარს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

ამავე კატეგორიაში