ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე. თხევადი გაზის სადგურზე აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა. არიან დაშავებულები. ხანძრის შედეგად დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.
ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.