გიორგი მარგველაშვილი ფარულ ჩანაწერზე

16 აგვისტო 2017, 00:00 2094 ნახვა

“თუ ჩვენ დავიწყებთ ასეთი ჩანაწერების მოძიებას, გაანალიზებას და პოლიტიკურ დღის წესრიგს შევქმნით, ვიქნებით ძალიან დაუცველები” - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი Страна.ია - ს მიერ აუდიოჩანაწერის გავრცელებას. პრეზიდენტის თქმით, თუკი ამ თემას რეაგირება მოჰყვება, არასწორი იქნება.  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  ყოფილი ხელისუფლება სწორედ ამ მეთოდებით ცდილობდა პოლიტიკური ამინდის შექმნას, რაც მათთვისვე არასასურველი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, Страна.უა - მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერების“ „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი