მოუვლელი სამკურნალო აბანო

15 აგვისტო 2017, 00:00 3830 ნახვა

მოგიყვებით მოუვლელ სამკურნალო აბანოზე ქობულეთში. გვარაში არსებული გოგირდის წყლები 5 წლის წინ აჭარის მთავრობისგან შპს “ისპანმა” შეიძინა. პირობა შემდეგი იყო: ფუნქციის შენარჩუნება და ინფრასტრუქტურის მოწყობა. აქ ისევ საბჭოთა დროინდელი შენობა დგას. აღებული ვალდებულებები დარღვეულია, კომპანიას ჯარიმები ერიცხება.

ისპანი” გადავადებას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას არ დააკმაყოფილებს, ტერიტორია კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდება. მსგავსი ვითარებაა მახინჯაურის გოგირდის აბანოებთან დაკავშირებითაც. აქაც ინვესტორს ჯერ სამუშაოები არ დაუწყია და ვალდებულებებს არ ასრულებს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში