ამ დრომდე ეძებენ სამართალდამცველები, მკვლელობაში ბრალდებულ პირს, რომელმაც ახალგაზრდა კაცი მოკლა. გარდაცვლილი ქობულეთელია. მკვლელობა კი ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში მოხდა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ის ოზურგეთში მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა მკვლელობის მოტივსა და გარემოებებზე დეტალურად ვერ საუბრობენ.
ახლობლების თქმით, გარდაცვლილს მასპინძელთან ნათესაური კავშირი არ აკავშირებდა. შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.